სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს.

სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.

 

მსგავსი თემები