პალესტინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვევა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს, ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, თურქეთს ეწვევა.

,,არსებობს სერიოზული სურვილი და მცდელობა, რომ ცეცხლი რამადანამდე შეწყდეს”, – განაცხადა თუქრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ანტალიაში ყოველწლიური დიპლომატიურ ფორუმზე დასკვნით გამოსვლაში.

მისი თქმით, ლიდერები “პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს, ომის მიმდინარეობას, ასევე პალესტინის შიდა დიალოგს” განიხილავენ.

მსგავსი თემები