ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა

ევრაზიის საკითხებში ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ჰუი, მოსკოვში ჩავიდა. მან უკრაინის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან გამართა მოლაპარაკებები.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაო ნინგის თქმით, აღნიშნული ვიზიტი არის პეკინის ძალისხმევის ნაწილი, რათა რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტი გუშინ დაიწყო. მისი შემდეგი ვიზიტები დაგეგმილია კიევში, ვარშავაში, ბერლინში, პარიზსა და ბრიუსელში.

მსგავსი თემები