“ჰამასის” დელეგაცია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, კაიროში ჩავიდა

“ჰამასის” დელეგაცია, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, კაიროში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ისრაელის მიერაა დამტკიცებული, უკვე “მაგიდაზეა” და “ბოევიკების” ხელმოწერას ელოდება. გამოცემას ოფიციალურმა პალესტინელმა პირმა განუცხადა, რომ შეთანხმება “ჯერ არ დასრულებულა”.

ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა: “გზა ცეცხლის შეწყვეტისკენ ახლა ფაქტობრივად ამ საათში პირდაპირია. და მაგიდაზე არის გარიგება. არის შეთანხმების ჩარჩო”.

თუმცა, სავარაუდოდ, შეთანხმება არ შესრულდება “ჰამასის” მთავარი მოთხოვნის, ომის მუდმივი დასრულების გარეშე და ასევე 100-ზე მეტი მძევლიდან ნახევარზე მეტის ბედის გადაუჭრელად დატოვების შემთხვევაში. ეგვიპტელი შუამავლები ვარაუდობენ, რომ მ ეს საკითხები შეიძლება გადაიდოს ამ დროისთვის, იმ გარანტიით, რომ ისინი შემდგომ ეტაპებზე მოგვარდება.

შეთანხმება ომის პირველ ხანგრძლივ ზავს მოიტანს, რომელიც უკვე ხუთი თვეა მიმდინარეობს ნოემბრის ერთკვირიანი პაუზის გამოკლებით. ასევე გაიზრდება ღაზას დახმარება. ბრძოლა კი დროთა განმავლობაში შეწყდება, რათა თავიდან აიცილოს ისრაელის მასიური დაგეგმილი თავდასხმა რაფაზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეთანხმება შეიძლება მიღწეულიყო ორშაბათს, თუმცა ვაშინგტონი ამ განცხადების შემდეგ მტკიცე გრაფიკს ჩამორჩა. მთავარი მიზანი შეთანხმების დროული მიღწევაა, რათა ბრძოლა რამადანის დღესასწაულამდე შეწყდეს, რომელიც ერთ კვირაში იწყება.

მსგავსი თემები