გენდერული თეორია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, ძალზე საშიშია – რომის პაპი

გენდერული თეორია და გენდერული იდეოლოგია, რომელიც კაცებს და ქალებს შორის განსხვავებას აქრობს, თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცნებაა. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე მეორემ საერთაშორისო ანთროპოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ვატიკანში გაიხსნა.

კათოლიკური ეკლესია გენდერულ თეორია თანამედროვეობის არასწორ იდეოლოგიას უწოდებს, რომლის მიზანია განსხვავებების გაქრობა და ყველას გათანაბრება.

კაცს და ქალს შორის განსხვავება, რომის პაპის თქმით, „ნაყოფიერ კონტრასტს“ ქმნის. პაპა ფრანცისკემ გაიხსენა 1907 წელს რობერტ ჰიუ ბენსონის მიერ დაწერილი რომანი – „მსოფლიოს მმართველი“. რომანში სამყაროს მომავალზე ეწერა და ნაწინასწარმეტყველევი იყო, რომ მომავალში სწორედ განსხვავებების გაქრობაზე იქნებოდა საუბარი.

„წაიკითხეთ, თუ დრო გაქვთ, ის დღევანდელი დღის პრობლემებზე მოგვითხრობს“, – უთხრა პაპმა კონფერენციაზე შეკრებილ ადამიანებს.

მსგავსი თემები