ოდესაში ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს

ოდესაში, შენობის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში ამბობენ, რომ რომ ნაპოვნი ბავშვი 8 თვის იყო. ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა კი განაცხადა, რომ ის დედის ცხედრის გვერდით იპოვეს.

ცნობისთვის,  ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.

3 მარტი ოდესაში გლოვის დღეა.

მსგავსი თემები