აუდიტის დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.

ირკვევა, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 3 კლინიკის მიმართ სასამართლო საქმე აღიძრა. თუმცა, საავადმყოფოს მიმართ დაკისრებული ჯარიმა არც სამინისტროს ბუღალტრულ რეესტრებშია ასახული და არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარდგენილი. ეს კლინიკებია: შპს “ალსს“, შპს “თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო” და შპს “სამედიცინო ცენტრი “ნეოკლინიკა”, რომელმაც 2018 წლის 14 სექტემბრიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება (დღეს შპს “ნეო ჯგუფი” ჰქვია).

აუდიტის დასკვნით, დარღვევებია ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით. ასევე, სააღრიცხვო პოლიტიკასა და კონტროლში. კონტროლის სისტემა არ არის ინტეგრირებული ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის რეგისტრებთან და სტრუქტურული ერთეულის მიერ მარაგები არ აღირიცხება სისტემაში.

მსგავსი თემები