ყირიმის ხიდზე ღამით მოძრაობა შეზღუდული იყო

უკრაინული მედია წერს, რომ გასულ ღამეს ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს. რა იყო ხიდის გადაკეტვის მიზეზი უცნიბია, თუმცა დილის 5:40 საათზე მოძრაობა აღდგა.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში 3 მარტის ღამეს აფეთქებები ისმოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულს დრონებით დაესხნენ თავს. უწყების მტკიცებით, მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცეში უკრაინელების 38 დრონი გაანადგურეს.

მსგავსი თემები