იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ფაქტზე დააკავეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.

ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა.

მსგავსი თემები