ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ოდესაში, 23 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოდესის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

“2024 წლის 23 თებერვალს რუსული თვითმფრინავის წინა თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი, სამწუხაროდ, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებული ქალის მდგომარეობა რჩებოდა უკიდურესად მძიმე – კრიტიკული მთელი მისი საავადმყოფოში ყოფნის განმავლობაში, ის იმყოფებოდა დამწვრობის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელი… ოდესელი ქალი 61 წლის იყო”, – განაცხადა კიპერმა.

ცნობისთვის, 23 თებერვალს რუსეთის ჯარები ოდესას დრონებით დაესხნენ თავს, სახლზე დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, დაშავებული ქალი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები