პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დახურული იყო

სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტი დაახლოებით ერთი საათით დაიხურა. შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „კარპეტის“ გეგმა „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ფინეთის ყურეში „საჰაერო სამიზნეები“ გაანადგურეს.

მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლომონოსოვის რაიონში ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები. შედეგად განადგურდა რამდენიმე სამიზნე. მისივე თქმით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი თემები