ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები