თბილისში დაგეგმილი პუტინის ფონდის ,,საერთაშორისო კონფერენცია” ჩაიშალა

თბილისში დაგეგმილი ,,დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის” – OpenTalks.AI ჩაიშალა. ინფორმაციას კონფერენციის ორგანიზატორები ავრცელებენ:

,,ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო ამბავი გვაქვს. კონფერენცია თბილისში გაუქმებულია. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გამო. ძალიან გვტკივა და გვწყინს, მაგრამ ეს სიტუაციაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორები წერენ, რომ მეტი დეტალი ორშაბათს გახდება ცნობილი და, რომ ყველა მონაწილეს გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

მსგავსი თემები