არგენტინის პრეზიდენტი ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს დახურვას აპირებს

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ერთადერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Telam-ის დახურვას აპირებს.

მაილის თქმით, “ტელამი” ბოლო ათწლეულებში არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, კრისტინა კირშნერის “პოლიტიკის გასაუმჯობესებლად” გამოიყენებოდა.

2022 წელს კრისტინა კირხნერი კორუფციული ბრალდებებით გაასამართლეს და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ასევე სამუდამოდ აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.

ცნობისთვის, Telam -ი არგენტინაში ყველაზე დიდი საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა და 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

მსგავსი თემები