„დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან“ – ტრაგედია თერჯოლაში

თერჯოლაში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანი დაიხრჩო. თერჯოლის მერი განცხადებით, ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

„დაღუპულია გოგონა, მამა და მათი 2 თანაკლასელი. ბავშვები ჭიათურის პირველი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან“, – ამბობს თერჯოლის მერი.

ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები