ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა – რუსეთის იერიში უკრაინაზე

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 8 იანვრის ღამეს და დილას, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 38 დაშავდა.

დაშავებულთა უმეტესობა დნეპროპეტროვსკის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ნოვომოსკოვსკსა და კრივოი როგშია. იქ ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.

ორი ​​ადამიანი დაიღუპა ხმელნიცკიში, ერთი ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში.

დაბომბვის შედეგად დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში ელექტრო ქსელები დაზიანდა.

მსგავსი თემები