ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველა სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება.

,,გვქონდა ხანგრძლივი თათბირი ჩვენი გეგმების შესახებ NATO-სა და ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებზე, ჩვენს კომუნიკაციასა და ნაბიჯებზე. ასევე იმ სამუშაოებზე, რომელსაც არასაჯაროდ ვაწარმოებთ მათთან. მკაფიოდ ფორმულირებული გვაქვს ამოცანა – ჩვენი პრიორიტეტებია, სრულად მოვახდინოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების რეალიზება და შევიმუშაოთ ალიანსის წევრებთან კომუნიკაციებისა და ურთიერთობების ისეთი სისტემა, რომ ყველა სახელმწიფო 100%-ით იყოს დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინასთან ერთად NATO ბევრად ძლიერი გახდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები