ვრცელდება გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრები

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის კადრებს, ”მთავარი არხი” ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან სხვადასხვა ნივთებს თავდამსხმელები.

შემთხვევა 5 იანვარს საღამოს, ორბელიანის მოედანზე მოხდა.  შსს-მ მომხდარზე გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყო.

„მეგობრებო ყველას დიდი მადლობა, ყველას ასეთი ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. ბოდიშს გიხდით რომ ვერ შევძელი პასუხების გაცემა ამ ეტაპზე. ახლა ისევ ვიმყოფები განყოფილებაში და სხვა დეტალებს ეტაპობრივად გაგაგებინებთ!! დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან“,- დაწერა გიორგი ნაზღაიძემ მომხდართან დაკავშირებით.

მსგავსი თემები