აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან რამდენიმე საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა

აშშ-ის მიერ მთვარეზე გაშვებულ რაკეტას, აფრენიდან 7 საათში, ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს და ამბობს, რომ კოსმოსურ ხომალდს “ანომალია” აღმოაჩნდა, რამაც მას მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში ხელი შეუშალა.

,,სამწუხაროდ, მაშინ მოხდა ანომალია, რამაც ხელი შეუშალა Astrobotic-ს მზისკენ მიმართული სტაბილური ორიენტაციის მიღწევაში. გუნდი რეაგირებს რეალურ დროში სიტუაციის განვითარებასთან ერთად და მოგაწვდით ინფორმაციას დამატებითი მონაცემების მოპოვებისა და ანალიზის შემდეგ”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რაკეტა დღეს გაუშვეს, ის მიზნად ისახავს გახდეს პირველი ამერიკული მისია ნახევარ საუკუნეში, რომელმაც მთვარეზე რბილი დაშვება განახორციელა – აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კომერციული მცდელობაა.

მსგავსი თემები