ტრამპი ბაიდენს მოუწოდებს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო დაპატიმრებულები გაათავისუფლეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია დაკავებულებს ცუდად ეპყრობოდა, “მათ საკმარისად იტანჯეს. მე მათ მძევლებს ვეძახი, ზოგი მათ პატიმარს უწოდებს”.

,,მე ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ მე გავაპროტესტე არასწორი არჩევნები. გაათავისუფლეთ  მძევლები, ჯო, გაათავისუფლე ისინი. შენ შეგიძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად, ჯო”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები