რუსულმა ძალებმა უკრაინას 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 51 რაკეტითა და 8 დრონით შეუტიეს.

მისი თქმით, თავდასხმისას რუსეთის ძალები ფრთოსან, ბალისტიკურ, მართვად საჰაერო რაკეტებსა და “შაჰიდის” ტიპის დრონებს იყენებდნენ. მისივე თქმით, უკრაინელებმა 18 რაკეტა და 8 დრონი გაანადგურეს.

,,ჩვენმა დამცველებმა “შაჰიდის” ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 18 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს,” – განაცხადა ზალუჟნიმ.

მსგავსი თემები