ოჩამჩირეში, ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ხანძარს 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი სოფელ ჭლოუში მდებარე სახლს გაუჩნდა.

მეხანძრე – მაშველების მისვლამდე ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

მსგავსი თემები