ავადობის შემთხვევები მზარდია

საქართველოში რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მზარდია, შესაბამისად, კლინიკებიც გადატვირთულია და მიმართვიანობაც მაღალია. როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე განმარტავს, ასევე გამოვლენილია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიც.

„ამ პერიოდში, ყველაზე მეტად გავრცელებულია A ტიპის გრიპის ვირუსი. სადღაც 40 პაციენტამდე აკითხავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 24 საათის განმავლობაში. გრიპის ვირუსის გარდა, საშუალოდ გავრცელებულია რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობა ახასიათებს 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ბრონხიოლიტის დიაგნოზით. ასეთ პაციენტებსაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია“ – აცხადებს მაია ჩხაიძე.

მისივე ინფორმაციით, დადასტურებულია კორონავირუსის შემთხვევები.

„ამავდროულად, არის კოვიდის დადასტურებული შემთხვევებიც, ახლაც ორი ბავშვი გვიწევს, ორ თვემდე ასაკის ბავშვები არიან. არის ადენოვირუსული ინფექციებით მომართვიანობა და ძალიან ხშირია ბინაზე განვითარებული პნევმონია, რომელიც არის გრიპის ერთ-ერთი გართულება. ეწყებათ ხოლმე გრიპის ვირუსული კლინიკით და შემდეგ ხდება პნევმონიის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე რესპირატორული ინფექციების და პნევმონიის გამო, 45 პაციენტამდე არის ჩვენს კლინიკაში“,- აცხადებს მაია ჩხაიძე.

მსგავსი თემები