იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 168-მდე გაიზარდა. 323 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს. სამაშველო სამსახურის ჯგუფებს გადარჩენილები დანგრეული სახლებიდან გამოჰყავთ.

ცნობისთვის, პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

მსგავსი თემები