მესამე პოლუსი – აუცილებელი რეკომენდაცია ტიბეტში მოგზაურებისთვის

ტიბეტი, ეს არის წმინდა ადგილი, მიწა ცასთან და ღმერთებთან ახლოს, სადაც მოგზაურობასაც ბევრი ოცნებობს. თუმცა, ტიბეტში მოგზაურობას ახლავს გარკვეული წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია, რომ ჯანმრელობის პრობლემები არ შეგექმნათ და უფრო მეტეც, მოგზაურობა ცუდად არ დასრულდეს.

როგორც წესი, ტიბეტში მოგზაურებს გარკვეული ინსტრუქცია გამგზავრებამდე უტარდებათ.

რეკომენტაცია 1 – ტიბეტში გამგზავრებამდე რემდენიმე დღით ადრე არ არის რეკომენდირებული ბანაობა;

რეკომენდაცია 2 – ტიბეტში მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს;

რეკომენდაცია 3 – ტიბეტში ყოფნის პერიოდში არ შეიძლება ბანაობა, დუშის მიღება;

რეკომენდაცია 4 – არ შეიძლება შიმშილი;

რეკომენდაცია 5 – ჩანთით მუდმივად უნდა ატაროთ შოკოლადი;

რეკომენდაცია 6 – მუდმივად თან თერმოსით უნდა გქონდეთ ცხელი წყალი;

რეკომენდაცია 7 –  რეკომენდირებულია გადაადგილება სამედიცინო პერსონალთან ერთად ან ადგილზე მათთან კომუნიკაცია;

რეკომენდაია 8 – ტიბეტში ჩამსვლისას აუცილებელია პირველი ორი დღე დარჩეთ შედარებით დაბალ ზონაში და ნენ-ნელა გადაადგილდეთ მაღალ ზონაში.

რეკომენდაცია 9 – თან უნდა ატაროთ ჟანგბადის ბალონი.

ამ ყველაფრის გათვალისწინება კი აუცილებელია ტიბეტის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ, ტიბეტი მდებარეობს საკმაოდ მაღალ წერტილში, დაახლოებით 4000 მეტრ სიმაღლეზე. ის რაც კონტინენტის პროვინციებთან შედარებით ყველაზე მაღალი წერტილია. შესაბამისად, ორგანიზმიდან საკმაოდ დიდი რაოდენიბის სითბო გაოიყოფა სწრაფად ხდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უქმინის საფრთხეს.

აქ ტურისტებს საკმაოდ ხშირად ექმნებათ სუნთქვის პრობლემა, ამიტომაც, ყველა სასტუმრო თუ ტრასპორტი აღჭირვილია ჟანგბადის ბალონებით. ყველა ნომერში დაგხვდებათ ჟანგბადი და მისი მოხმარების წესები. ასევე, ყველა სასტუმრო აღჭურვილია პატარა, ჟანგბადის ბალონებით, რომელიც თან უნდა ატაროთ. ასევე, სასტუმროებში გხვდებათ შესაბამისი პრეპარატებიც.

თავდაპირველად, ეს ყველაფერი საშიშად გეჩვენებათ, თუმცა, 2 დღის შემდეგ თავად ხვდებით, რომ ეს საჭიროა. ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია როცა სასტუმროს ნომერში, საწოლთან ჟანგბადის ბალონებს ხედავ, თუმცა, ეს ყველაფერი აულილებელია.

ტიბეტი ძირითადად ბუდისტური ტერიტორიაა, რომელიც ცნობილია როგორც “მსოფლიოს სახურავი“ და ის იმართება როგორც ჩინეთის ავტონომიური რეგიონი.

ტიბეტის კლიმატი მშრალია და ბანაობისას წყალი ძალიან სწრაფად ორთქლდება, რაც ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა ორგანიზმიდან მოკლე დროში. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს გაციება და ცხელება, მძიმე. ფილტვის შეშუპება და უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხეც კი.

ეს არის  მესამე პოლუსი, რადგანაც  ტიბეტი იკავებს წყლისა და ყინულის სიდიდით მესამე ადგილს მსოფლიოში არქტიკისა და ანტარქტიდის შემდეგ.

ეკა გულუა

 

ის ნამდვილად მაღლაა – ტიბეტი (ვიდეო)

 

ლასა – ღმერთების ადგილი, კადრები ტიბეტის დედაქალაქიდან

მსგავსი თემები