ბოლნისში, ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა

ბოლნისის სოფელ ბალახაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით  მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ.

მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

წყარო: მთავარი არხი

მსგავსი თემები