ექიმები ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ

ვირუსული ინფექციის გვრცელების მაღალი რაოდენობის გამო, ექიმები ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი განმარტავენ, სასწავლო პროცესების დაწყების პარალელურად, შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდება.

„ნამდვილად გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი, ბავშვთა ხაზით ყოველ შემთხვევაში. მშობლებს ვთხოვდით, რომ ვინც არ ჩაიტარა გრიპის ვაქცინაცია, არ არის გვიან, რადგან პიკი არ არის ჯერ. სასწავლო პროცესი როცა განახლდება, მეტი შემთხვევა და მომართვიანობა იქნება. პიკი, შემთხვევების მატება იქნება სადღაც იანვრისკენ. ამიტომ ვინც არ არის აცრილი, მოვუწოდებედი, რომ ყველამ ჩაიტაროს გრიპის ვაქცინაცია“, – გაცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.

მსგავსი თემები