„იუ ბაღი“ შანხაიში „ღმერთის ტაძრის“ გვერდით

Yu Garden – „იუ ბაღი“ შანხაის ცენტრალურ ნაწილში, ძველ ქალაქში მდებარეობს.  ის აერთიანებს ისტორიულ,  კულტურულ ნაწილს,  ტურიზმსა და ვაჭრობას.

„იუ ბაღი“ არის  ჩინური ბაღი, რომელიც  ქალაქის ღმერთის ტაძრის გვერდით, შანხაის  ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

იუ ბაღი შედგება დეკორატიული დარბაზებისგან, პავილიონებისგან, ბრჭყვიალა აუზებისგან, ზიგზაგის ხიდებისგან, კუნძულისგან, რომელიც სავსეა ე.წ. ოქროს თევზებით.

იუ ბაღი ორ ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშლილი და დატვირთულია  არქიტექტურული საოცრებებით. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ ჩინეთის უძველეს არქიტექტურას გაეცნონ, ივაჭრონ, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და მთელი დღე გაატარონ.

აქ  ნახავთ როგორც არქიტექტურულ შედევრებს, ისე უნიკალურ ხის შენობებს, განსხვავებული და გამორჩეული ორნამენტებით, რომელიც წყალზე დგას.

იუ ბაღი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა შანხაიში. ის აშენდა მინგის დინასტიის დროს,  როგორც სიჩუანის პროვინციის ადმინისტრაციის კომისრის კერძო ბაღი.

იუ ბაღთან ახლოს მდებარეობს ქალაქის ღმერთის ტაძარი. რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა. „Town God’s Temple“ არის ცნობილი ტაძარი შანხაიში, როგორც ამ ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ადგილია.

ეკა გულუა შანხაიდან

ღამის შანხაი – ფოტორეპორტაჟი

 ღამის შანხაი (ფოტორეპორტაჟი)

მსგავსი თემები