საფრანგეთის პრეზიდდნტი ისრაელს მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი ისრაელის ხელისუფლებას ისევ მიმართავს და მოუწოდებს, ესკალაცია თავიდან აიცილოს. ის განსაკუთრებულ აქცენტს ლიბანზე აკეთებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, საფრანგეთის ძალ-ღონეს არ დაიშურებს ამ დაპირისპირების შესაჩერებლად.

„აუცილებელია ყოველგვარი ესკალაციული განწყობის თავიდან აცილება, განსაკუთრებით ლიბანში. საფრანგეთი გააგრძელებს ამ გზავნილების გადაცემას ყველა მოთამაშისთვის, რომლებიც უშუალოდ თუ ირიბად ჩართულნი არიან ამ საკითხში“, – აცხადებს პრეზიდენტი მაკრონი.

შეგახსენებთ, რომ  ლიბანის დედაქალაქში თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულთა შორიაა  „ჰამასის“ ლიდერი, რის გამოც ჰამასი ანგარიშსწორებით იმუქრება.

 

მსგავსი თემები