რას ჰყვებიან მეზობლები ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე

ბათუმში ქმარმა 37 წლის ცოლი მოკლა. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ისინი ქირით ცხოვრობდნენ.

არსებული ინფორმაციით, ქალს რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. ქალს ორი შვილი ჰყავდა, ისინი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

,,გადმოვიდა ხაზეიკა, იძახდა რაღაც მოხდა, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო, გაიქეცით იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეშინდა. მერე ხალხი რომ ავიდა ყველა, შიგნით იყვნენ, მერე ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი მგონი 15-ის. თბილისში იყო უფროსი და პატარა დედასთან“, – ჰყვება მეზობელი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები