„ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ მკვლელები დაისჯებიან

ლიბანში  ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ  „ჰამასის“ ლიდერის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობა დაუსჯელი არ დარჩება და იმუქრება.

„მიმდინარე ომის პარალელურად,  ეს არის ძალიან სახიფათო მოვლენა მტერსა და წინააღმდეგობის ღერძს შორის. ეს მკვლელობა უპასუხოდ არ დარცება. წინააღმდეგობის მოძრაობას თითი ჩახმახზე გამოდებული აქვს“, – იმუქრებიან ისინი.

მკვლელობა კი გუშინ მოხდა.  ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, დრონით თავდასხმის შედეგად მომხდარ აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა „ჰამასის“ ლიდერი, სალეჰ მოჰამედ სულეიმან ალ-არური და „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

მსგავსი თემები