ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს  სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ მკვლელობის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადასცა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

დაცვის მხარე კი ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ის მიმალვას არ აპირებდა.

პროკურორის განცხადებით, 45 წლის მამაკაცი ადრეც იყო ნასამართლევი. მამაკაცი  ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლე – 1987 წელს დაბადებული ი.ბ. ბათუმში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალწინებს

 

მსგავსი თემები