,,უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ” – რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი 2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმას ეხმაურება:

,,ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ბოლო თავდასხმას უკრაინაზე პუტინისთვის გასაგებ ენაზე: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შეძლოს კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღის დამზადება და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რათა მას გაშვების ადგილებისა და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალება მიეცეს”, – დაწერა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინაში სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 72 განადგურდა.

მსგავსი თემები