გლდანში ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს, ერთი დანით, ერთი არბალეტით

თბილისში, გუშინ ორი მიუსაფარი ძაღლი დაჭრეს. ერთი ძაღლი დანით, ხალხმრავალ ადგილზე, ერთ-ერთ პარკში დაჭრეს, მეორე შემთხვევაში ცხოველს დაზიანება არბალეტით მიაყენეს. ამჟამად ძაღლები თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

თანაზ ელიზბარაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე არის სათვალთვალო კამერები და პოლიციას დამნაშავეების ვინაობის დადგენა არ უნდა გაუჭირდეს.

მსგავსი თემები