უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 ადამიანი გაათავისუფლა

რუსეთის ტყვეობიდან 230 მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მათგან 213 ჯარისკაცი, 11 ოფიცერი და 6 უბრალო მოქალაქეა.

,,ჩვენი ხალხი სახლშია. დღეს ჩვენ დავიბრუნეთ 200-ზე მეტი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ტყვეობიდან. ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, საზღვაო ძალებიდან და მესაზღვრეები. ზოგიერთი დამცველი მარიუპოლსა და აზოვსტალში იბრძოდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც, მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენს ხალხს სახლში აბრუნებს. მადლობელი ვარ ჩვენი მცველების. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ დავიბრუნოთ ყველა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები