„თიბისი“ ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი“ ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა. ბანკში სიგნალიზაციის ჩართვის გამო მან თანხის წაღება ვერ მოახერხა. ამ წუთებში ბანკის ფილიალში სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება თავდამსხმელს, ის ადგილიდან მიიმალა. მისი ძებნა კი გრძელდება. ამოღებულია კამერის ჩანაწერებიც, სადაც ყველაფერი ნათლად არის აღბეჭდილი.

ადგილზე ბანკის თანამშრომლების გარდა, მომხმარებლების იმყოფებოდნენ, რომლებიც პანიკაში ჩავარდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბანკის ფილიალი დალუქულია. ადგილზე კინოლოგებიც მუშაობენ.

მსგავსი თემები