„14 წლის შვილი დარჩა, მანქანა დაეჯახა შარდენთან“ – მარი ბაბეტას მეგობარი

თბილისში მოცეკვავე, მარი ბაბეტა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ახალგაზრდა ქალი ავტოავარიას ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„გუშინ მოხდა ავარია, 14 წლის შვილი დარჩა, მანქანას შეუვარდა შარდენთან, „სტელასთან“ სხვა არაფერი ვიცი”, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მოცეკვავე, პირველად, “X-ფაქტორში” გაიცნო მაყურებელმა. წლების განმავლობაში, რეპერ “შავი პრინცის” მეუღლე იყო. წყვილს საერთო შვილი გოგონა ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბაბეტა, მშობლებთან და შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა.

მსგავსი თემები