ირანში, ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 73 და დაშავდა 170 ადამიანი

ირანის ქალაქ კერმანში ორმაგი აფეთქების შედეგად მინიმუმ 73 ადამიანი დაიღუპა, 170 დაშავდა. თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

თავდასხმა ქალაქ კერმანში 2020 წელს მოკლული სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან მოხდა, სადაც მომლოცველები შეიკრიბნენ. პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.

ირანის „ჩრდილოვანი მეთაურის“ სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, ოთხი წლის წინ, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში მოკლეს.ის იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.

მსგავსი თემები