უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სახელზე ხატი დაიწერა

იმ მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირნენ, წმინდა გიორგის ხატი დაიწერა. ხატზე დატანილია საქართველოსა და უკრაინის დროშები.

მას დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი, გია შიოშვილი გადააბრძანებს. ხატს კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ. ეს ის ეკლესიაა, სადაც ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების პანაშვიდები იმართება ხოლმე.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს აქვთ სურვილი, რომ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, ხატი უკვე კიევის ტაძარში იყოს, სადაც მოეწყობა ქართული სამლოცველო კუთხეც.

მსგავსი თემები