,,ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა”- გიორგი გახარია

“რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს,” – ამ შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია აცხადებს.

მისი თქმით, ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა.

,,რუსეთის მიერ ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის მიტაცების მცდელობა, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, რომელიც ქართული ოცნების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე მიმდინარეობს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ქართველი და აფხაზი ხალხის ინტერესებს. ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და იდენტობა,” – წერს გახარია.

მსგავსი თემები