ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა დმანისის მუნიციპალიტეტში, ცოტა ხნის წინ, სოფელ ტნუსის გადასახვევთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. არის მსხვერპლი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის დმანისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები