პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული – WSJ

The Wall Street Journal დასავლური და რუსული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე, კრემლის ყოფილ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული.

გამოცემის ცნობით, მკვლელობას 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

,,დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა. პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი”, – წერს გამოცემა.

მსგავსი თემები