პუტინი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

პუტინი ქართველ ხალხს ,,დიდ სამამულო ომში” გამარჯვების 79 წლისთავს ულოცავს.

„მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების, ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა”- წერს პუტინი და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია “შემდეგი თაობებისთვის იმ მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციების შენარჩუნება და გადაცემა, რაც ჩვენს მამებსა და ბაბუებს ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა “.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ,,დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობა იქნება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“.

მსგავსი თემები