ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება – გაერო

ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება – ამის შესახებ საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის IPC-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის კლასიფიკაციით, სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში.

ამასთან, „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული.

5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“.

მსგავსი თემები