„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრაღაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.  შალვა პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები