,,ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა, როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი”- ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით,  რუსეთს უკრაინისთვის ომი არ გამოუცხადებია. ორბანმა ომს “სამხედრო ოპერაცია” უწოდა.

,,ეს არის სამხედრო ოპერაცია. ორ ქვეყანას შორის ომი არ გამოცხადებულა. როცა რუსეთი გამოაცხადებს ომს, მაშინ იქნება ომი. უნდა გვიხაროდეს, რომ ომი არ გამოცხადებულა, რადგან მაშინ რუსეთში საერთო მობილიზაცია გამოცხადდებოდა. ამას არავის ვუსურვებ”, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები