ილია მეორე პრაღაში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხეთის ეკლესიის მეთაურს სამძიმრის წერილს უგზავნის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ჩეხეთისა და სლოვაკიის მთავარ ეპისკოპოსს რასტისლავს სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდად ვწუხვართ 21 დეკემბერს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი თანაგრძნობა დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, მთელ ჩეხ ხალხს. ვლოცულობთ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და შევთხოვთ უფალს, მომადლოს მსოფლიოს მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

დაზუსტებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა.

მსგავსი თემები