ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით,  გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება. “გამოვხატავ ჩემს დიდ მწუხარებას და გაბრაზებას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლოს სრულიად უმიზეზო დანაკარგის გამო. ასევე მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ყველა ახლობელს. ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი იყო”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა. 21 დეკემბერს პრაღის უნივერსიტეტშ შეიარაღებულმა პირმა 15 ადამიანი მოკლა, ხოლო დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი.

მეტი...

დრონებით თავდასხმა კიევზე – არიან დაშავებულები

21 დეკემბერის ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს შეუტია. საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებით,  საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩოს განცხადებით,  უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ორ რაიონში ჩავარდა. სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი  დარნიცკის რაიონში. რამდენიმე ბინაში კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა, ზოგან კი, მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია, სულ მცირე, ორი ადამიანი. მსხვერპლი არ ყოფილა. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მეტი...

,,ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და  სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. „ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

,,არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს”- ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი თავდასხმაზე

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით, პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს. მისი თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. „ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო“, – განაცხადა პეტრ ფიალმა. მისივე თქმით, საფრთხე აღარ არსებობს.  

მეტი...

ორბანის განცხადებით, მიიღო ზელენსკის მიწვევა ორმხრივი შეხვედრის გასამართად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით,  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა ორმხრივი შეხვედრის გასამართად მიიღო. მისი თქმით, ზელენსკიმ შეხვედრა და მოლაპარაკება მიმდინარე თვის დასაწყისში შესთავაზა. „მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?“, – განაცხადა ორბანმა.    

მეტი...

,,ღაზაში ომი არ შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ მიაღწევს თავის ყველა მიზანს”- ნეთანიაჰუ

ღაზაში ომი არ შეჩერდება, ვიდრე ისრაელი არ მიაღწევს თავის ყველა მიზანს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „არჩევანი, რომელსაც მე ვთავაზობ „ჰამასს“, ძალიან მარტივია: დანებდი ან მოკვდი. მათ არ აქვთ და არც ექნებათ სხვა არჩევანი. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“, მე გამოვიყენებ მთელ ჩემს ძალას, რათა ღაზა აღარასოდეს დაემუქროს ისრაელს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მეტი...

,,ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”- ირაკლი ღარიბაშვილი

ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს  პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. “დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში“ – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის სალეჩომ საქართველოში ჩინეთ-საქართველოს ურთიერობებთან და ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საზეიმო მირება გაართა. ღონისძიებას ის ადამიანები დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა ფორმით, აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში. როგორც ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება უფრო ძველი და ახალი მეგობრების შეკრებაა, ვიდრე ოფიციალური მიღება. „ყველა თქვენ, ვინც დღეს აქ ხართ, ხართ ძველი მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია ადევნებენ თვალყურს ჩინეთის განვითარებას და მხარს უჭერენ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში. მიმდინარე ივლისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისტორიული ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. ჩინეთის პრეზიდენტი სი…

მეტი...