,,რუსეთი მიზანს ვეღარ მიაღწევს, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ თავდაცვა შეუძლიათ”- სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში სამხედრო მიზნებს ვეღარ მიაღწევს. მისი თქმით, უკრაინელებმა აჩვენეს, რომ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ.

,,მნიშვნელოვანი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით უკრაინაში შეჭრის მიზანი ქვეყნის წინსვლის თავიდან აცილება იყო NATO-სა და ევროკავშირში.    თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, უკრაინა ახლა უფრო ახლოსაა NATO-სთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე.ქვეყანამ უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი, 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი კი დაიღუპა ან დაიჭრა. ამასთან, რუსეთი ახლა პოლიტიკურად უფრო იზოლირებულია. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები