უკრაინა ევროკომისიისგან 500 ელექტრო გენერატრს მიიღებს

უკრაინა ევროკომისიისგან მორიგ დახმარებას ელოდება. კომისიის განცხადებით, თავდასხმების გამო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საიმედო არ არის, როს გამოც, აღნიშნული დახმარება აუცილებელია.

„უკრაინაში ვგზავნით ელექტროენერგიის დამატებით 500 გენერატორს.  უკრაინაში გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა, ჯამში, 5 500-ს გადააჭარბებს. ამით კი უზრუნველყოფილი იქნება საკმარისი ენერგომომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებისთვის“ –  აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები